ფეხბურთი

10:29 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკას "ჩელსიდან" 15 ფეხბურთელის გაშვება სურს

ლონდონის „ჩელსის“ გეგმებში რამდენიმე ფეხბურთელი აღარ შედის. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას სურს, რომ გუნდიდან 15 ფეხბურთელი გაუშვას.

იტალიელი სპეციალისტის ე.წ. „შავ სიაში“ კრისტოფერ ნკუნკუ, აქსელ დისასი, ბენუა ბადიაშილი, ლესლი უგოჩუკვუ, ბენ ჩილველი, რაჰიმ სტერლინგი, ალფი ჰილკრისტი, კარნი შუკვუემეკა, კირნან დიუსბერი-ჰოლი, ნიკოლას ჯექსონი, მარკ გუი, რუნატო ვეიგა, აარონ ანსელმინო, არმანდო რბოია და დავიდ დატრო ფოფანა არიან.

„ჩელსი“ ეცდება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ეს ფეხბურთელები გაყიდოს ან იჯარით გაასხვისოს. ლონდონური კლუბი ახალ სეზონს 17 აგვისტოს, „კრისტალ პალასთან“ მატჩით დაიწყებს, რომელსაც პრემიერლიგის პირველი ტურის ეგიდით შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086743