ფეხბურთი

11:07 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ფრანგ მეკარეს 40 მილიონად დაიმატებს

„პარი სენ-ჟერმენი“ „ლილიდან“ ლუკა შევალიეს ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, სულ მალე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწევენ.

შევალიეს პსჟ-სთან ხუთწლიან კონტრაქტზე უკვე რამდენიმე დღეა შეთანხმება მიღწეული აქვს, ხოლო „ლილს“ 40 მილიონ ევროს გადაუხდის. საბოლოო, მცირე დეტალები თანხმდება და ტრანსფერს სულ მალე მწვანე შუქი ექნება.

ლუკა შევალიე „ლილის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 127-ჯერ ითამაშა. მას ერთი სეზონი იჯარით „ვალანსიენშიც“ აქვს გატარებული. შევალიემ შესაძლოა ჯანლუიჯი დონარუმა შეცვალოს, რომელიც პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე ვერ უთახმდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.184726