გერმანიის II ბუნდესლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო და „ნიურნბერგში“ ლუკა ლოჩოშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა, მიროსლავ კლოზეს გუნდი დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე მაქსიმილიან რიორმა გაიტანა და „ელვერსბერგმა“ 1:0 მოიგო.
მოგეხსენებათ, ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" მიმდინარე ზაფხულს იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა.
„ნიურნბერგი“ მეორე ტურში 8 აგვისტოს, „დარმშტადტს“ უმასპინძლებს.






