ფეხბურთი

18:00 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი ჩინეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის მე-19 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ სტუმრად „ცინბაოსთან“ 1:2 დამარცხდა, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა მეტოქის კარი 31-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ვაკოს გოლი „შანდონს“ ქულ(ებ)ის მოპოვებაში ვერ დაეხმარა.

ვაკო ყაზაიშვილმა წინა ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 12 გოლით ქართველი შემტევი ბომბარდირთა დავის თანალიდერია.

„შანდონ ტაიშანი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 აგვისტოს, „იატაის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091936