საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა და მე-11 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.
ნიკოლოზ ცინცაძის გუნდი მეტოქესთან 62:82 დამარცხდა. პირველი პერიოდი საქართველომ 18:16 მოიგო, მაგრამ შემდეგ მეტოქე დაეუფლა უპირატესობას, დანარჩენ სამივე პერიოდში უკეთესი იყო და გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრებში გიორგი ჭირაქაძე გამოირჩა 24 ქულით, ლუკა ტაბაღუამ 22 ქულა ჩააგდო. თუმცა მათ მხარი ვერავინ აუბა, დანარჩენი გუნდის აქტივში ჯამში 16 ქულა იყო.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრას 3 აგვისტოს ჩაატარებს.







