ლონდონის „ვესტ ჰემმა“ კალუმ ვილსონი დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის ფეხბურთელმა „ჩაქუჩებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვილსონი 2020 წლიდან „ნიუკასლში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 130 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ქოვენთრის“, „კეტერინგ თაუნის“ და „ბორნმუთში“ ირჯებოდა.