ფეხბურთი

13:02 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო

ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო. „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი ლიგის თასის მატჩში მექსიკური „ნეკაქსას“ წინააღმდეგ დაშავდა.

ლეომ დაზიანება მატჩის სტარტზე, მეექვსე წუთზე მიიღო და შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია მისი ტრავმის ხარისხი.

„ხვალამდე ვერაფერს გავიგებთ. შეიძლება სერიოზული არაფერი იყოს, რადგან ტკივილები აღარ აწუხებდა, მაგრამ მაინც რაღაცას გრძნობდა“, - თქვა „მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ.

ლიონელ მესის MLS-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.172135