„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა 20 წლით სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს ამის სჯერა და ყველაფერს გააკეთებს.
„მინდა, „მანჩეესტერ იუნაიტედში“ 20 წლის განმავლობაში დავრჩე. ნამდვილად მჯერა ამის, ეს ჩემი მიზანია. ვიცი, რომ გასულ სეზონში ყველა კრედიტი გამოვიყენე, მაგრამ ახლა წინ მივდივართ.
ახალი ლიდერების ჯგუფი გვეყოლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება ბრუნო, ლისანდრო, მაგუაირი, დიოგო დალო, ნუსარ მაზრაუი“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს.









