ფეხბურთი

18:33 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხუან კუადრადო ისევ სერია A-ში ითამაშებს

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხუან კუადრადო ისევ სერია A-ში ითამაშებს. 37 წლის ნახევარმცველი „პიზაში“ გადავა.

შეთანხმება მიღწეულია და ის ტოსკანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რომელთანაც ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კუადრადო ბოლოს ბერგამოს „ატალანტაში“ თამაშობდა, მანამდე „ინტერში“, „უდინეზეში“, „ლეჩეში“, „ფიორენტინასა“ და „ჩელსიში“, კარიერის საუკეთესო წლები კი, 2015-2023 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094362