ბერძნული „ოფი“ ამხანაგურ მატჩში „ალკმაარს“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეტოქის კარი პირველ ტაიმში დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა. „ოფიმ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სპარინგი 2:2 დასრულდა.
„ოფი“ 16 აგვისტოს „ბოლონიასთან“ ისპარინგებს, ხოლო 23 აგვისტოს საბერძნეთის სუპერლიგის პირველ ტურში „პანათინაიკოსს“ შეხვდება.









