ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლუკა იმნაძემ გოლი გაიტანა. „ორდაბასის“ ქართველმა შემტევმა „ატირაუს“ კარი დალაშქრა.
იმნაძემ 82-ე წუთამდე ითამაშა, გოლი კი, 26-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩი 2:2 დასრულდა.
იმნაძემ მეორე გოლი გაიტანა ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, თანაც ზედიზედ, ერთხელაც კონფერენს ლიგაზე გამოიჩინა თავი (ტორპედოსთან). „ორდაბასი“ 27 ქულით მე-7 საფეხურზეა და მომდევნო ტურში 10 აგვისტოს, „კაისარს“ სტუმრად შეხვდება.