ფეხბურთი

23:33 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "გაგრა" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რითაც ჩემპიონატში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

დირკ შუსტერის გუნდი მე-17 წუთზე კომნენ ანდრიჩის გოლით დაწინაურდა. მან სადებიუტო გოლი გაიტანა „ტორპედოში“. მეორე ტაიმის დასაწყისში „გაგრამ“ ოთარ გაგნიძის გოლით აღადგინა წონასწორობა.

მატჩი თითქოს, 1:1 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ იმერლებს გამარჯვება მოუტანა.

„ტორპედომ“ 30 ქულით მეოთხე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში „იბერიას“ დაუპირისპირდება. „გაგრა“ 20 ქულით მეშვიდე საფეხურზეა, წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება.

„ტორპედო“ – „გაგრა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ანდრიჩი (17), 1:1 გაგნიძე (55), 2:1 ბასილაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090347