ბოსნიის ჩემპიონატის მეორე ტურში „სარაევო“ შინ „რადნიკს“ დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩი 4:4 დასრულდა.
გიორგი გულიაშვილმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა. 52-ე წუთზე გიორგის პასით აგონ ელეზიმ გაიტანა. ქართველი ფორვარდი 75-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ „სარაევო“ 3:0-ს იგებდა, შემდეგ 3:4-ს აგებდა და საბოლოოდ - 4:4. გულიაშვილისთვის ეს სეზონში პირველი საგოლე პასია, გოლი კი, ერთხელ აქვს გატანილი, კონფერენს ლიგაზე.
„სარაევოსთვის“ ეს პირველი მატჩი იყო ჩემპიონატში, მომდევნო ტურში 9 აგვისტოს, „სლოგა დობოის“ ესტუმრება.