ფეხბურთი

14:00 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მილო - "ატლეტიკოს" ნაცვლად "ალ-აჰლიში"

„შტუტგარტის“ ფეხბურთელი ენცო მილო კარიერას „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.

ფეხბურთელსა და კლუბთან არაბებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ მილო ძალიან ახლოს იყო მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან, შემდეგ საქმეში „ტოტენჰემიც“ ჩაერთო, მაგრამ ფეხბურთელი კარიერას „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს.

ენცო მილო „მონაკოს“ აღზრდილია, „შტუტგარტში“ 2021 წლიდან თამაშობდსა და 113 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172713