უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები არ გამართულა, მაგრამ წინსწრებით, გუნდებმა უკვე იციან თავიანთი გზა, რომლის გავლა ფაზის ეტაპზე მოსახვედრად მოუწევთ.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები:
ლუდოგორეცი/ფერენცვაროში - შკენდია/ყარაბაღი
ლეხი/ცრვენა ზვეზდა - დინამო კიევი/პაფოსი
ბოდო გლიმტი - შტურმი
სელტიკი - კაირატი/სლოვანი
ბაზელი - მალმიო/კოპენჰაგენი
ფეიენოორდი/ფენერბაჰჩე - ნიცა/ბენფიკა
რეინჯერსი/პლზენი - ზალცბურგი/ბრიუგე
ხსენებულ შვიდ წყვილში გამარჯვებული გუნდები შეუერთდებიან იმ 29 გუნდს, რომლებსაც ფაზის ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ:
პსჟ, მანჩესტერ სიტი, ინტერი, რეალი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბარსელონა, ტოტენჰემი, არსენალი, ჩელსი, ლივერპული, ნაპოლი, ბილბაო, ვილიარეალი, აინტრახტი, ნიუკასლი, პსვ, მარსელი, სპორტინგი, ოლიმპიაკოსი, ატალანტა, ატლეტიკო, ლევერკუზენი, მონაკო, უნიონ სენ-ჟილი, გალათასარაი, დორტმუნდი, აიაქსი, სლავია.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-6 და 12 აგვისტოს გაიმართება, სადაც წყვილები ასეთია:
მალმიო - კოპენჰაგენი
კაირატი - სლოვანი
ლეხი - ცრვენა ზვეზდა
ლუდოგორეცი - ფერენცვაროში
დინამო კიევი - პაფოსი
შკენდია - ყარაბაღი
ზალცბურგი - ბრიუგე
რეინჯერსი - პლზენი
ნიცა - ბენფიკა
ფეიენოორდი - ფენერბაჰჩე
აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფის ეტაპის მატჩები 19-20 და 26-27 აგვისტოს გაიმართება, რის შემდგომაც ფაზის ეტაპის 36-ვე მონაწილე ცნობილი გახდება.







