ფეხბურთი

16:50 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

„მილანის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას ათენის „აეკში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია, სერბი დღეს საბერძნეთში იქნება.

27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. იოვიჩის დამატება „ოვიედოსაც“ სურდა, მაგრამ „აეკმა“ უფრო სწრაფად იმოქმედა.

ლუკა იოიჩი ბოლო ორი სეზონი „მილანში“ თამაშობდა, სადაც 47 მატჩში 13 გოლი გაიტანა. სერბს მანამდე „ფიორენტინაში“, „აინტრახტში“, „რეალში“, „ბენფიკასა“ და „ცრვენა ზვეზდაში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097645