ფეხბურთი

20:00 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "რეალის" ვარსკვლავის სანაცვლოდ სარეკორდო შეთავაზებას ამზადებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ხმაურიანი და ამავდროულად ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

ესპანური გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, ინგლისელები მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ვარსკვლავის ვინისიუს ჟუნიორის შეძენით არიან დაინტერესებულნი და 200 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ. წყაროს თქმით, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა მადრიდელებს წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავენ და ეცდებიან ტრანსფერზე დაიყოლიონ.

ტრანსფერის განხორციელებას ის ყველაფერიც უწყობს ხელს, რომ "სამეფო კლუბმა" ბრაზილიელ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერეს და დაიწერა, რომ ფლორენტინო პერესს მისი გაყიდვა ახლავე სურს, რადგან ფიქრობს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე მომდევნო წელს ვინისიუსის სანაცვლოდ სასურველ შეთავაზებებს ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს. ბრაზილიელმა გასულ სეზონში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 22 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084554