საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ბოლო მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც "დინამო ბათუმმა" "დინამო თბილისს" უმასპინძლა და 1:4 განადგურდა.
სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ფაქტობრივად შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. 21 წუთზე ანგარიში ონირე გომისმა გახსნა, სენეგალელმა მალევე ყოფილი გუნდის კარში დუბლის შესრულება მოახერხა, ტაიმის მიწურულს კი მესამე გოლი ირაკლი სირაძემ გაიტანა. მეორე ნახევარში ჭიაბრიშვილის შეგირდები აქტიურად დაბრუნდნენ და 47-ე წუთზე სხვაობა ლევან ხოზრევანიძემ შეამცირა, თუმცა დროებით, ყველაფერს წერტილი ნიკოლოზ ჩიქოვანმა დაუსვა და მატჩში საბოლოო ანგარიში 1:4 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან ყველა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლები გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისი" მე-19 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო ბათუმელებს 30 ქულა აქვთ და მე-4 ადგილს იკავებენ.









