ფეხბურთი

2:37 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება მამარდაშვილის თამაშზე: "გაშვებულ გოლებში უშანსოდ იყო"

„ლივერპულმა“ პრესეზონის ბოლო ამხანაგური მატჩი „ბილბაოსთან“ გამართა, რომელიც 3:2 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ადგილობრივი მედიისგან ასეთი შეფასებები მიიღო:

Liverpool echo 7 ქულა: „ბილბაოს“ არცერთ გოლში შანსი არ ჰქონდა, თუმცა სხვა მხრივ, რეალური სეივებიც თითქმის არ ჰქონია, სანამ ბოლო წუთზე არესმა კარში არ დაარტყა“.

Liverpool.com 6 ქულა: „ენფილდზე“ პირველ მატჩში ქართველი დიდად დაკავებული არ იყო და ვერაფერს გააკეთებდა იმ დარტყმებზე, რომლებითაც გოლები გაუშვა. მან დაბალი ქულა უფრო იმიტომ მიიღო, რომ თავისი ხარისხის საჩვენებლად საკმარისი საქმე არ ჰქონია. ბურთს კარგად ფლობდა და ბოლო წუთებზე დარტყმაც მოიგერია“.

"ენფილდ როუდზე" პირველ თამაშს მამარდაშვილი თავისი სოციალური ქსელების მეშვეობით ასე გამოეხმაურა: "ახალი სახლი, პირველი თამაში "ენფილდზე", ისტორიად ქცეული ოცნება, კიდევ მეტი იქნება".

„ლივერპულმა“ ამ მატჩით პრესეზონი დაასრულა და 10 აგვისტოს სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს, როდესაც ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096961