დანიური „სონდერისკეს“ მცველმა მაქსიმ სულასმა „ნორდშელანდთან“ მატჩის (3:2) საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
სულასმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო მატჩის შემდეგ ჯილდომ არა თასი ან სხვა რაიმე სიმბოლური ნივთი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები - 55 კგ კარტოფილი (თანაც ახალი) გადასცეს...
„სონდერისკეს“ სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნდა და ამბავს ისინიც იუმორით მიუდგნენ. ვინ იცის, სულასმა ჯილდო თანაგუნდელებს გაუყო თუ მხოლოდ თავისთვის, სახლის სამზარეულოში შეინახა...







