მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ახალ სეზონს, რათა „რაღაც გრანდიოზული“ გააკეთოს.
„მინდა ახალ სეზონში რაღაც გრანდიოზული გავაკეთო. ერთად გავაკეთოთ ეს, მადრიდ! წინ, რეალ მადრიდ“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, გუნდმა ასევე მოახერხა ესპანეთის თასისა და სუპერთასის ფინალში მონაწილეობა. ლა ლიგის შედეგების მიხედვით, „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. საკლუბო მსოფლიო თასის ფარგლებში, მადრიდის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.