ფეხბურთი

16:52 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კერესელიძით თურქული კლუბი დაინტერესდა

გორის „დილას“ მეკარე დავით კერესელიძე თურქული „რიზესპორის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

25 წლის მეკარე „დილაში“ კარგი თამაშით გამოირჩევა და „რიზესპორის“ ინტერესი მიიპყრო. როგორც თურქული მედია წერს, კლუბი გორელებს შეთავაზებას უახლოეს ხანში წარუდგენს. შესაძლო ტრანსფეროს ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კერესელიძე მანამდე პორტუგალიურ და ნიდერლანდურ გუნდებსაც დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით, „დილას“ წევრია.

დავით კერესელიძე „დილაში“ 2024 წლიდან თამაშობს და ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მანამდე ის „ცხინვალში“, „გაგრასა“ და „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088517