ფრანგულმა „ლიონმა“ „პლზენისა“ და ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი პაველ შულცი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
შულცის სანაცვლოდ „ლომებმა“ 7.5 მილიონი ევრო გაიღეს, რომელსაც შესაძლოა ბონუსის სახით 2.5 მილიონიც დაემატოს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „პლზენის“ რიგებში 167 მატჩში 47 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „იაბლონეცშიც“, ხოლო ჩეხეთის ნაკრებში 12 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ერთი საქართველოს ნაკრების კარში, გასული წლის ნოემბერში (იმ მატჩში გიორგი მიქაუტაძემაც გაიტანა, ახლა უკვე შულცის თანაგუნდელმა).






