ფეხბურთი

20:40 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო გედეში ლა ლიგაში დაბრუნდა

პორტუგალიელი ფეხბურთელი გონსალო გედეში „სოსიედადში“ გადავიდა. ბასკურმა კლუბმა 28 წლის შემტევი „ვულვზიდან“ დაიმატა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.

გედეში ადრე ლა ლიგაში „ვალენსიასა“ და „ვილიარეალში“ თამაშობდა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 163 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პორტუგალიელს ასევე უთამაშია „ვულვზსა“ და „ბენფიკაში“, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 32 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095635