ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია.
ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი სამ სეტში, 2:1 დაამარცხა.
ნიკოლოზმა მეტოქეს პირველ სეტში 6:4 აჯობა, მეორე სეტი ამავე ანგარიშით დათმო, ხოლო გადამწყვეტ სეტში ტაიბრეიკზე 7:6 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ქართველს 19 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქეს 18 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა.
კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კოლტონ სმითი იქნება.