სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:21 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ესტევაო "ჩელსის" შეუერთდა

ბრაზილიური „პალმეირასიდან“ ლონდონის „ჩელსის“ ესტევაო ვილიანი შეუერთდა. 18 წლის შემტევი უკვე ინგლისურ კლუბშია და ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

ესტევაოს ტრანსფერი „არისტოკრატებს“ დაახლოებით 34 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხელშეკრულება ძალაში 2033 წლის ზაფხულამდე იქნება, ფეხბურთელმა კი თქვა, რომ ძალიან ბედნიერია.

„ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, „ჩელსიში“ თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ, იმედი მაქვს, გუნდს საუკეთესოდ დავეხმარები. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, რომლის დაწყებას მოუთმენლად ველოდები“, - განაცხადა ბრაზილიელმა.

ესტევაო „პალმეირასის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 83 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი „ჩელსის“ წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ბრაზილიის ნაკრებში ნიჭიერ შემტევს 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.138959