ფეხბურთი

11:07 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მზად ვარ!“ ნეიმარმა განაცხადა, რომ მზადაა ბრაზილიის ნაკრებში დასაბრუნებლად

„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მზადაა ბრაზილიის ნაკრებში დასაბრუნებლად. 5 აგვისტოს ღამეს, „სანტოსმა“ ბრაზილიის ჩემპიონატის მე-18 ტურში დაამარცხა „ჟუვენტუდე“, ნეიმარმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა. თავდამსხმელისთვის ეს გოლები 17 ივლისის შემდეგ პირველი იყო. ამ სეზონში მან ცხრა მატჩში სამი ბურთი გაიტანა.

„მიხარია, რომ კარგი მატჩი ჩავატარე. გუნდმა მოიგო და ეს მნიშვნელოვანია. ყველამ იცის, რისი გაკეთება შემიძლია. მზად ვარ! კარგად ვგრძნობ თავს. ასე რომ, მათი გადასაწყვეტია დამიძახებენ თუ არა ბრაზილიის ნაკრებში,“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს RMC Sport.

ბრაზილია სექტემბერში ჩილესა და ბოლივიას დაუპირისპირდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10075