ფეხბურთი

11:49 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ჰილალმა“ „ლივერპულთან“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

საუდურმა „ალ-ჰილალმა“ „ლივერპულთან“ ცენტრალური თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე „ალ-ჰილალი“ თავად ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც შეთავაზების მიღებასთან ახლოსაა.

დარვინ ნუნიესი „ლივერპულს“ 2022 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098512