ინგლისური „ბორნმუთის“ ცენტრალური მცველის, ილია ზაბარნის პსჟ-ში ტრანსფერი, რომელიც თითქოს მოგვარების ბოლო ეტაპზე იყო, კვლავ წარუმატებლობის ზღვარზეა - გვამცნობს L'Equipe.
წყაროს ცნობით, ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემად კვლავ ბონუსების საკითხი რჩება, რომელზეც კლუბები ჯერ არ შეთანხმდნენ. აღნიშნულია, რომ 22 წლის მცველი დაბნეულია ამ სიტუაციით და ვერ ხვდება, რატომ ჭიანურდება მისი პარიზელებში ტრანსფერი ამდენი ხნის განმავლობაში. ზაბარნის ფრანგულ კლუბში გადასვლა სურს.
ამბობენ, რომ პარიზული გუნდი კვლავ თვლის, რომ უკრაინელი ფეხბურთელი კონტრაქტს სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მოაწერს ხელს.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ მზად არიან დააკმაყოფილონ „ალუბლების“ მოთხოვნები ზაბარნის ტრანსფერთან დაკავშირებით.