მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ენდრიკი შესაძლოა გასულ თვეში „რეალ სოსიედადში“ იჯარით გადასულიყო, მორიგი ტრავმა რომ არ მიეღო. ამის შესახებ ცნობილი ესპანური ონლაინ გამოცემა Football Espana იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის ბრაზილიელმა პირველი ტრავმა 18 მაისს მიიღო ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩში „სევილიასთან“ (2:0), რის გამოც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
„რეალის“ ახალი სეზონის პირველი მატჩი 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. 2025/2026 წლების ლა ლიგის პირველი ტურის ფარგლებში მადრიდული გუნდი „ოსასუნას“ დაუპირისპირდება. ენდრიკი „რეალის“ შემადგენლობაში 2024 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.






