ფეხბურთი

15:14 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ „ჰამბურგში“ გააგრძელებს.

Bild-ისა და Mopo-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს ცენტრალურ მცველ ვამედ ომარისთან ერთად გაივლის და შემდეგ „ჰამბურგს“ მალიორკაში შეკრებაზე შეუერთდება. გიორგი HSV-ს წევრი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გახდება.

როგორც გერმანული მედია წერს, „ჰამბურგში“ მარჯვენა მცველების, ვილიამ მიკელბრენსის და სილვან ჰეფტის მომავალი გაურკვეველია, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ აუცილებლად დატოვებს კლუბს და გოჩოლეიშვილიც ამ ადგილს შეავსებს.

გიორგი „ჰამბურგის“ ისტორიაში მეორე ქართველი იქნება, თავის დროზე ტრადიციულ გერმანულ კლუბში გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა. გარდა ამისა, ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის შემდეგ მეორე ქართველი, რომელიც ამ სეზონში ითამაშებს. „ჰამბურგი“ ბუნდესლიგას წელს დაუბრუნდა 2018 წლის შემდეგ პირველად.

24 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში იჯარით დანიურ „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩში 1 გოლით გამოირჩა, კარიერა კი, „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო „შახტარში“ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული.

„ჰამბურგი“ 9 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს „მალიორკასთან“ გამართავს, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 24 აგვისტოს, „გლადბახს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092735