ჩოგბურთი

0:15 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, რომლის ფინალში მარცხი განიცადა.

ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მოსახვედრად ამერიკელ კოლტონ სმითს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ საათსა და 20 წუთში დამარცხდა. სმითმა ბასილაშვილს ორ სეტში აჯობა. ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც 7:5 დასრულდა, ხოლო მეორე სეტში ნიკოლოზმა მხოლოდ ერთ გეიმში აჯობა მეტოქეს და 1:6 წააგო.

ბასილაშვილს 1 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მეტოქეს პირიქით - 11 ეისი და ერთადერთი ორმაგი შეცდომა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ს რეიტინგში 112-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090471