ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის მძიმე ტრავმა დადასტურდა. ინგლისელ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი.
მედისონი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს და მოედანზე 6-7 თვის განმავლობაში ვერ გავა.
ჯეიმსმა სერიოზული ტრავმა „ნიუკასლთან“ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მედისონი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა, თუმცა მოედნის დატოვება რვა წუთის შემდეგ მოწინააღმდეგესთან კონტაქტის გარეშე მიღებული ტრავმის გამო მოუწია.
ამრიგად, მედისონი "ტოტენჰემს" ჯერ კიდევ არდაწყებული სეზონის მიწურულს თუ დაუბრუნდება.