ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ „გუმერსბახი“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იყო გაფორმებული, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით თანამშრომლობა შეწყვიტეს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში „გუმერსბახში“ ბევრი რამ ვისწავლე და მინდა მადლობა გადავუხადო კლუბსა და მის გარშემო ყველას, ვინც ამ გზაზე მხარი დამიჭირა. ახლა ახალი, საინტერესო გამოწვევა მელოდება, რომელსაც მოუთმენლად ველი“, - თქვა ქართველმა ხელბურთელმა.
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიორგის აქ გატარებული დროისთვის და ვუსურვოთ მას დიდი წარმატება მომავალ კარიერაში“, - დასძინა გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუდიონ ვალურ სიგურდსონმა.
გიორგი ცხოვრებაძე „გუმერსბახს“ 2023 წელს ფრანგული „მონპელიედან“ შეუერთდა.