ბრაზილიელი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ოქტაგონზე ბრუნდება.
UFC-იმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოლივეირა 12 ოქტომბერს UFCrio-ზე ბრუნდება და მისი მეტოქე რაფაელ ფიზიევი იქნება, აღნიშნული დაპირისპირება საღამოს ჰედლაინერი იქნება.
ცნობისთვის, ოლივეირამ სულ ახლახან იჩხუბა, სადაც საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიასთან პირველსავე რაუნდში დამარცხდა. ბრაზილიელის რეკორდი 35 გამარჯვება და 11 მარცხია. რაც შეეხება აზერბაიჯანელ მებრძოლ ფიზიევს, მან ბოლო ბრძოლა 21 ივნისს ჩაატარა, სადაც ბაქოში გამართულ ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, იგნასიო ბაჰამონდესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.