ფეხბურთი

19:59 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბენჟამინ შეშკო "მანჩესტერში" ითამაშებს

22 წლის სლოვენიელი თავდამსხმელი ბენჟამინ შეშკო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია და აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ "ლაიფციგი" 76.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მოგვიანებით 8.5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ბენჟამინ შეშკო "წითელ ეშმაკებთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

ცნობისთვის, სლოვენიელი თავდამსხმელის დამატებით "ნიუკასლიც" ინტერესდებოდა, თუმცა ყველაფერი თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა. მას მხოლოდ "მანჩესტერში" თამაში უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ შეშკო "ლაიფციგის" ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, მან გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და თავი 21 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173868