ფეხბურთი

22:31 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუი ბორჟესი: "ქოჩორაშვილთან დაკავშირებით სიფრთხილეს ვიჩენთ"

ხვალ პორტუგალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი აიღებს სტარტს, სადაც გახსნით მატჩში "კასა პია" საკუთარ მოედანზე "სპორტინგს" უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც გიორგი ქოჩორაშვილი იცავს.

ხვალინდელ მატჩამდე "სპრტინგის" მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალწვეულებზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"მას შემდეგ რაც სუპერთასის მატჩში დავმარცხდით, გუნდმა კარგი მონდომება აჩვენა, სამუშაოსა და ვარჯიშის თვალსაზრისი ნაყოფიერი კვირა გამოვიდა. ვფიქრობ, რომ გუნდში კარგი ენერგიაა და მაქვს განცდა, რომ ხვალ კარგ მატჩს ჩავატარებთ. ჩვენი მიზანი რაღა თქმა უნდა, ჩემპიონობა იქნება. ვიცით, რომ გასულ წელს მოპოვებულმა ჩემპიონობა შესაძლოა მოგვადუნოს, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს უკვე წარსულია. მიუხედავად იმისა, რომ "ბენფიკასთან" სუპერთასის მატჩში დავმარცხდით, ვფიქრობ, რომ ამ სეზონისთვის ვაჩვენეთ, რა გვინდა. ფეხბურთელებმა უზარმაზარი ამბიციებით აჩვენეს გამარჯვების სურვილი, ამიტომ მშვიდად ვარ და მჯერა გუნდის შესაძლებლობების."

"სპორტინგის" მწვრთნელის კომენტარი გუნდის გაძლიერებაზე

"ლუის სუარესი სულ ახლახანს შეუერთდა გუნდს, მას ერთი ვარჯიშიც კი არ ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ "ბენფიკასთან" მატჩი კარგად შემოვიდა და კარგი მომენტები შექმნა, ისევე როგორც გიორგი ქოჩორაშვილმა. ქართველი ფეხბურთელი გუნდში ხანგრძლივი და დამღლელი სეზონის შემდეგ მოვიდა, რომელიც მან "ლევანტესთან" ერთად გაატარა. მასთან მიმართებაში სიფრთხილეს ვიჩენთ, რადგან ტრავმის რისკი არსებობს. ვფიქრობ ამ ორმა ფეხბურთელმა გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. რა თქმა უნდა, მათ ადაპტაციისთვის კიდევ დასჭირდებათ დრო, თუმცა ვფიქრობ, ისინი თამაშისთვის როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მზად არიან." - განაცხადა ბორჟესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგს" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა, მისი ოფიციალური დებიუტი ახალ კლუბში "ბენფიკას" წინააღმდეგ სუპერთასის დაპირისპირებაში შედგა.

ცნობისთვის, "კასა პიასა" და "სპორტინგის" მატჩი ხვალ ჩვენი დროით 23:15 საათზე აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097241