„ბარსელონას“ მცველი ინიგო მარტინესი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ნასრის“ რიგებში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და 34 წლის ესპანელი მცველი „ალ-ნასრში“ დაუყოვნებლივ გადავა. ინიგომ „ბარსასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ინიგო მარტინესმა „ბარსელონაში“ 2023 წლიდან 71 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ბასკი ფეხბურთელი მანამდე „ბილბაოს“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.