ფეხბურთი

0:20 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტომას პარტეი ლა ლიგაში დაბრუნდა

ესპანურმა „ვილიარეალმა“ ტომას პარტეი დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო. შესაბამისად, 32 წლის განელი ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა.

პარტეიმ „ვილიარეალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის კარგად იცნობს ესპანეთის ჩემპიონატს, სადაც წლების განმავლობაში „ატლეტიკოს“, „მალიორკას“ და „ალმერიას“ მაისურით თამაშობდა.

2020 წლიდან პარტეი „არსენალის“ წევრი იყო, რომლის რიგებში 167 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093815