ლონდონის „ჩელსის“ ცენტრალურმა მცველმა ლევი კოლვილმა სეზონის პირველივე ვარჯიშში უმძიმესი ტრავმა მიიღო.
22 წლის ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა, რის გამოც სეზონის უმეტეს ნაწილს გამოტოვებს. მას ოპერაციას გაუკეთებენ და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა „ჩელსის“ მაისურით გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა.