„პარი სენ-ჟერმენში“ ჯანლუიჯი დონარუმას სიტუაცია პარადოქსულია: იტალიელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, ოქროს ბურთის ნომინანტებს შორისაცაა, მაგრამ ფრანგულ კლუბში მისი მომავალი გაურკვეველია.
პსჟ-მ „ლილთან“ მიაღწია საბოლოო შეთანხმებას ლუკა შევალიეს ტრანსფერზე, რომლის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის. ეს კიდევ უფრო ზრდის იმის შანსს, რომ დონარუმამ სულ მალე პსჟ დატოვოს.
ჯერჯერობით, მან გუნდში თანაარსებობა მოუწევთ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დონარუმას წასვლის შანსი მართლაც დიდია. იტალიელი მეკარით „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებული. ჯიჯოს პსჟ-სთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება, რომლის განახლებაზე ის უარს ამბობს, ხოლო პარიზელთა პოზიცია მკაფიოა: არ სურთ ის შეცდომა დაუშვან, რაც მბაპეს შემთხვევაში, რომელიც უფასოდ დაკარგეს. ამიტომაც, პსჟ ეცდება, რომ დონარუმა მიმდინარე ზაფხულს გაყიდოს, თუ კონტრაქტის განახლება ვერ მოახერხა.
ფაქტია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კლუბმა ზომები მიიღო და ნიჭიერი ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა. სავარაუდოდ, სწორედ შევალიე დაიცავს პარიზელთა კარს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.
აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2021 წლის ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმა უფასოდ დაიმატა, მას შემდეგ, რაც მან „მილანი“ დატოვა.





