ფეხბურთი

12:18 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა სერია A-ში ბრუნდება

ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა დიდი ალბათობით, კარიერას „კომოში“ გააგრძელებს. სტამბოლის "გალათასარაი", სადაც ის იჯარით ირიცხება, დათანხმდა ფეხბურთელის გაშვებას.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 32 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდს შეუერთდება. მორატა ჯერ კიდევ „მილანის“ საკუთრებაშია, რომლის გეგმებში ის არ შედის და იჯარით "გალათასარაიში" ჰყავს გაშვებული, რის გამოც, "კომოში" ტრანსფერზე თურქული კლუბის თანხმობა აუცილებელი იყო.

სტამბოლელთა მაისურით გასული სეზონის მეორე ნახევარში ესპანელმა ფეხბურთელმა 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მორატას "მილანისა" და "გალათასარაის" გარდა, „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსისა“ და „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი მისი ყოფილი თანაგუნდელია („ჩელსი“ და ესპანეთის ნაკრები).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156285