ფეხბურთი

14:10 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო გარნაჩო "ჩელსიში"

ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ალეხანდრო გარნაჩოს გადაბირება სურს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, არგენტინელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. მას მხოლოდ „ჩელსიში“ გადასვლა სურს, ხოლო კლუბებს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

გარნაჩო რუბენ ამორიმისა და „მანჩესტერის“ გეგმებში არ შედის, შესაბამისად, დიდი შანსია, ეს ტრანსფერი შედგეს.

21 წლის ალეხანდრო გარნაჩომ 2022 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ 144 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096178