სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:00 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კომანი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კინგსლი კომანი შესაძლოა „ალ-ნასრში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ცნობით, არაბულმა კლუბმა ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. კომანი „ალ-ნასრის“ მთავარი სამიზნეა გარემარბის პოზიციაზე.

ინიგო მარტინესისა და ჟოაო ფელიქსის შემდეგ არაა გამორიცხული „ალ-ნასრი“ ფრანგი ფეხბურთელითაც გაძლიერდეს.

კინგსლი კომანი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 339 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. მანამდე ის ტურინის „იუვენტუსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162236