მადრიდის „ატლეტიკოს“ „ნაპოლიდან“ იტალიელი თავდამსხმელის, ჯაკომო რასპადორის შეძენა სურს.
ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტზე პირად შეთანხმებას მიაღწია და „ნაპოლის“ ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნა: „როხიბლანკო“ მზადაა ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვა „ნაპოლიზეა“. აღსანიშნავია, რომ რასპადორი ანტონიო კონტესთვის ხელშეუხებელი ფიგურა არაა, შესაბამისად, ტრანსფერის შანსი მაღალია.
25 წლის ჯაკომო რასპადორიმ კარიერა „სასუოლოში“ დაიწყო, ხოლო „ნაპოლიში“ 2022 წლიდან 109 მატჩში 18 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა.