ფეხბურთი

16:56 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" დაადასტურა, გიორგი ჩაკვეტაძე "ჩარლტონთან" მატჩს გამოტოვებს

ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი 2025-2026 წლების სეზონი დღეს ოფიციალურად აიღებს სტარტს, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" კი, პირველ მატჩს ხვალ სტუმრად "ჩარლტონთან" გამართავს.

როგორც "უტფორდის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველი ფეხბურთელი სეზონის პირველ მატჩს გამოტოვებს.

"გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის თითის ტრავმის გამო, გამოკვლევების შედეგებს ელოდება და სამხრეთ ლონდონში სათამაშოდ ვერ გაემგზავრება." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნული ტრავმის გამო 2024-2025 წლების სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მან ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა როგორც ირკვევა სათამაშოდ ჯერ სრულყოფილად მზად არ არის.

ცნობისთვის, "ჩარლტონისა" და "უოტფორდის" მატჩი ხვალ ჩვენი დროით 15:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090081