ფეხბურთი

17:11 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტოვენმა "უდინეზე" დატოვა და ლიგა 1-ში დაბრუნდა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფლორენ ტოვენი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ლანსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ტოვენმა „ლანსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლო სამი სეზონის განმავლობაში „უდინეზეში“ თამაშობდა, სადაც გუნდის ლიდერი იყო და 75 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ტოვენს „ტიგრესში“, „მარსელში“, „ნიუკასლში“, „ბასტიასა“ და „გრენობლში“ უთამაშია, ხოლო 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093275