ფეხბურთი

17:58 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა მამაცაშვილმა შვედეთში კლუბი შეიცვალა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მცველი საბა მამაცაშვილი შვედური "სირიუსიდან" იჯარის წესით რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე "კალმარში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის სოციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ქართველმა მცველმა "კალმარში" გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან სასიამოვნოა "კალმარში" გადმოსვლა. ახლახან გავიცანი ჩემი ახალი თანაგუნდელები და ყველამ კარგად მიმიღო. გუნდის თამაშის სტილი ძალიან მომწონს. შეტევა თამაშის ის ნაწილია, რომელიც მომწონს და იმედი მაქვს, შემოდგომაზე გუნდის წარმატებაში წვლილს შევიტან. ასევე ვნახე, რამხელა მხარდაჭერა აქვს გუნდს სტადიონზე გულშემატკივრებისგან და სასიამოვნო იქნება მათ წინაშე თამაში. მგონია, რომ საინტერესო პერიოდი გველოდება და ძალიან მოუთმენლად ველი ამ ეტაპის დაწყებას", - განაცხადა საბამ.

"კალმარი" შვედეთის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის და ამ მომენტისთვის 32 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "სირიუსი" უმაღლეს დივიზიონში 18 ტურის შემდეგ მე-13 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მამაცაშვილი "იბერიას" აკადემიის აღზრდილია, ქართველი ფეხბურთელი შვედურ კლუბში 2024 წლიდან თამაშობს და მიმდინარე ჩემპიონატში 12 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101585