რაგბი

18:25 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის ეგიდით ინგლისის 18-წლამდე ნაკრები დაამარცხა.

„უმცროსი ბორჯღალოსნების“ გამარჯვება ინგლისელთა წინააღმდეგ რა თქმა უნდა, დიდი სენსაციაა. ზურაბ ამონაშვილის გუნდმა ალბიონელთა წინააღმდეგ პირველი ტაიმი 13:21 დათმო, მაგრამ მეორე ნახევარში შესანიშნავი თამაში აჩვენა და საბოლოოდ, 35:31 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების აქტივში 5 ლელოა, რომლებიც ივა კვირიაშვილმა, იოსებ ღვინჯილიამ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, გიორგი მუშკუდიანმა და ლუკა შულაიამ მიითვალეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს, ხოლო 16 აგვისტოს, ირლანდიას შეხვდება.

0.094457