ფეხბურთი

19:04 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" ინგლისელმა ფეხბურთელმა კომენტარი ოქროს ბურთის შესახებ გააკეთა და დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატები არიან.

"ეჭვგარეშეა, რომ წელს ოქროს ბურთი პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შანსი უსმან დემბელეს ექნება, თუმცა მასთან ერთად ამ ყველაფერს აჩრაფ ჰაკიმიც იმსახურებს." განაცხადა ინგლისელმა.

ცნობისთვის, გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი 30 ფეხბურთელის სახელი, ვინც წლევანდელი ოქროს ბურთის მოგებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აღნიშნულ სიაშია 32 წლის ინგლისელი თავდამსხმელიც, რომელიც მე-10 ადგილს იკავებს.

იხილეთ ყველა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ოქროს ბურთისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

აქვე გეტყვით, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში მეოთხედ ჯილდო გაიცემა არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094926